ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ბათუმში ფუნქციონირებას 2008 წლიდან იწყებს, ხოლო აღნიშნულ ბაზაზე 2010 წლიდან კლინიკაში პაციენტთა ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება ხორციელდება. ჰოსპიტალურ სექტორში ფუნქციონირებს: შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი (თერაპია), ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც გარდა საერთო ქირურგიისა აერთიანებს ისეთ მიმართულებს, როგორცაა ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, უროლოგია და ონკოლოგია; ნეირომედიცინის დეპარტმენტი: ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის მიმართულებით; მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც ნეონატოლოგიურ სამსახურს მოიცავს; კარდიოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც ინტენსიურ კარდიოლოგიას, კათეტერიზაციის ლაბორატორიას, კარდიოლოგიას, კარდიოქირურგიას და ანგიოქირურგიას აერთიანებს; ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს: ახალშობილთა, ბავშვთა და საერთო რეანიმაციას

—————————————————————————————————————————

2011 წლის ივნისიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სისხლის ბანკი. 2012 წლის 10 აგვისტოდან ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს დონაციას ნათესავი და მოხალისე დონორებიდან, დონირების სისხლის მხოლოდ იმუნოფერმენტულ ანალიზატორზე გამოკვლევას, დონაციათა აღრიცხვას სისხლის დონორთა ერთიან ბაზაში, გამოკვლეული სისხლის შრატების შენახვას და გამოკვლევების ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენას.  სისხლის კომპონენტების წარმოება არა მარტო კლინიკა “მედინა”-ს შიდა მოხმარებისთვის არამედ აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის აცხორციელდება. 2013 წელს “მედინა”-ში წარმატებით გაგრძელდა ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალშობილის რეანიმაციული ღონისძიებების შემთხვევაში სურფოქტანტის გამოყენებას.

—————————————————————————————————————————

ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”-ს არსებობის 5 წლის განმავლობაში კლინიკის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლების და მაღალტექნოლოგიური აპარატურის ათვისების მიზნით გაიგზავნენ 14-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც კლინიკას მისცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ისეთი ოპერაციები, რომლებიც რეგიონში სხვაგან არ ხორციელდება; მაგალითად: დიდი ზომის ჰემანგიომის გამო ჰემიჰეპატექტომია – ღვიძლის წილის ანატომიური რეზექცია, პანკრეატო-დუოდენური რეზექცია და ა.შ. მაღალტექნოლოგიური აპარატურის არსებობა საშუალებას იძლევა გადავარჩინოთ ავადმყოფის სიცოცხლე და ამასთანავე შევინარჩუნოთ დაზიანებული ორგანო პოლიტრავმის დროს. მხოლოდ ასეთი აპატურის, გამოყენებამ მოგვცა საშუალება მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ქირურგიული ოპერაციების 30% კეთდება ლაპარასკოპიული ტექნიკის გამოყენებით.